05 ოქტომბერი 2024,   20:37
ვრცლად
ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში "ჰამასის" პოზიციები დაბომბა

ახლო-აღმოსავლეთში ვითარება ისევ დაიძაბა. ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში დაჯგუფება ჰამასის პოზიციები დაბომბა.

სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, ავიაციამ 40 ობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის, ერთ-ერთი ჰამასის შტაბბინა იყო.

ეს იყო ყველაზე მასშტაბური შეტევა ჰამასის პოზიციებზე 2014 წლის შემდეგ.

ისრაელის არმიამ ოპერაცია სარაკეტო იერიშების შემდეგ ჩატარდა.

ბოლო 24 საათში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 70 ჭურვი გაუშვეს. რამდენიმე რაკეტა დასახლებებში ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა. შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ღაზის სექტორში კი აცხადებენ, რომ ოპერაციას ორი პალესტინელი ემსხვერპლა.

დღის ამბები