05 ოქტომბერი 2024,   20:37
ვრცლად
ტერაქტი ქაბულში - თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სამინისტროსთან აიფეთქა

ქაბულში ტერაქტს, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ერთ-ერთი სამინისტროსთან მაშინ აიფეთქა, როდესაც თანამშრომლები შენობას ტოვებდნენ.

აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან. ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

დღის ამბები