03 ოქტომბერი 2024,   06:47
ვრცლად
ACT-ს კვლევა - რას ფიქრობენ ქართველები უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე

კომპანია ACT-მ საზოგადოებრივი კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ქართველები უკრაინაში მიმდინარე პროცესების საქართველოში განმეორებას არ გამორიცხავენ და მიაჩნიათ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ უკვე 1 წელია იბრძვის. 

კერძოდ ACT-ს კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ:

გამოკითხულ მოქალაქეთა 70 პროცენტი უკრაინაში რუსეთის ქმედებებს ღია აგრესიად აფასებს, 17 პროცენტი კი ფიქრობს, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დაპირისპირებაა. გამოკითხულ მოქალაქეთა 13%-მა საკუთარი აზრის გამოთქმისგან თავი შეიკავა. 

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ACT-მ მოქალაქეებს დაუსვა, იყო, ელოდებიან თუ არა რუსეთის მხრიდან უკრაინის სცენარის საქართველოში განხორციელებას? გამოკითხულთა 62% ფიქრობს, რომ იგივე სცენარი საქართველოშიც განვითარდება.

დღის ამბები