03 ოქტომბერი 2024,   06:42
ვრცლად
"სასამართლომ სამინისტროს დაავალა იმის გაკეთება, რაც სამინისტროს უკვე გაკეთებული აქვს," - მიხეილ გიორგაძე საყდრისზე

„გადაწყვეტილება ოდნავ კაზუსურია, სასამართლომ სამინისტროს დაავალა იმის გაკეთება, რაც სამინისტროს უკვე გაკეთებული აქვს,” - ეს განმარტება კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ საყდრისთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე გააკეთა.

როგორი იქნება მომდევნო ნაბიჯები - უწყების ხელმძღვანელი ამ ეტაპზე ვერ ასახელებს და სასამართლოდან განჩინების ჩაბარებას ელოდება.

საყდრისის საბადოს შესახებ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ RMG GOLD-ისა და კულტურის სამინისტროს საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

სამინისტროს საყდრისის ძეგლის სტატუსის საკითხის თავიდან შესწავლა დაევალა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები