ქუმსიშვილი-ალავიძის სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი მთავრობის წევრებმა გააკეთეს. ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მან უშუალოდ ყოფილი მინისტრების, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის პროკურატურაში გამოკითხვასთან დაკავშირებით არაფერი იცოდა.
„კითხვების დასმის საშუალება და უფლება ნებისმიერი საგამოძიებო ორგანოს აქვს, შესაბამისად, ეს იქნება პოლიტიკოსი, რიგითი თანამდებობის პირი თუ საჯარო მოხელე, ვართ ყველანი ვალდებულები ამ კითხვებზე პასუხი გავცეთ. ამ შემთხვევაში ჩემი ამოცანა არ არის გამოძიების ჩატარება, არც დამიწყია, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ახალი გუნდი მუშაობს იმაზე, რომ ყველ პროექტი, რომელიც დაწყებულია, სწრაფად და ხარისხიანად დავასრულოთ,"- განაცხადა ცქიტიშვილმა.
მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ კვირიკაშვილის კადრების დევნა არ მიმდინარეობს.
„მოსაზრებას რომ კვირიკაშვილის კადრების წმენდა მიმდინარეობს, მე ვერც ერთ სიმპტომს ვერ ვატყობ. რაც შეეხება ქუმსიშვილი-ალავიძის დაბარებას, ამის შესახებ ვიცი, ის რასაც მედიიდან ვიღებ. როგორც ბატონმა დიმიტრიმ განაცხადა იყო საკითხები, რომელიც მისი მინისტრობის პერიოდში მისმა სამსახურმავე გადასცა პრკურატურას შესასწავლად. ასეთი თანამშრომლობა გეგმიურია, ჯანდაცვის სამინისტროსაც აქვს რიგი საკითხები, რომლის შესწავლა უთხოვია სხვადასხვა სტრუქტურისთვის,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.
ყოფილი მინისტრების, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის პროკურატურაში გამოკითხვასთან დაკავშირებით პრემიერმა მამუკა ბახტაძემ კომენტარი არ გააკეთა.