22 დეკემბერი 2024,   16:55
ვრცლად
რიჟვაძე აჭარის მთავრობის მეთაურად  - "ენმ" პრეზიდენტისგან ბოდიშს და განმარტებას ითხოვს

”ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტისგან ბოდიშს და განმარტებას ითხოვს, რატომ დაასახელა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა. პარტიის წევრების განცხადებით, პრეზიდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა უმაღლეს საბჭოსა და რეგიონის მოსახლეობას.

ენმ-ში ვარაუდობენ, რომ გიორგი მარგველაშვილი გარიგებაშია ბიძინა ივანიშვილთან.

„წარადგინა კანდიდატი გაუგებრად, ისე, რომ მოსახლეობას არ აუხსნა თუ რა კრიტერიუმებით იქნა შერჩეული კანდიდატი. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა რეგიონს და იმ საზოგადოებას, რომლებმაც წარადგინეს ეს კანდიდატი, ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უნდა მოუხადოს რეგიონის მოსახლეობას ბოდიში და ასევე, დაასახელოს, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა კანდიდატის შერჩევის დროს,“ - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

დღის ამბები