03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
„ქალები პოლიციაში” - ამ სახელწოდებით იმართება კონფერენცია

„ქალები პოლიციაში” - ამ სახელწოდებით იმართება კონფერენცია სასტუმრო "რედისონში."
შეხვედრას შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი ესწრებიან.

კონფერენცია საქართველოში მეოთხედ ტარდება. მათვარი თემებია თავდაცვის ტაქტიკა, ბავშვთა გარდაცვალების გამოძიება, ბალისტიკური ექსპერტიზა. კონფერენციისთვის აშშ-დან ჩამოსულები არიან ინსტრუქტორები, რომლებიც პოლიციელ ქალებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ 4 დღის განმავლობაში.

ინსტრუქტორები და პოლიციელები გამოცდილების გაზიარებას დადებითად აფასებენ, რიჩარდ ნორლანდი კი აღნიშნავს, რომ ქალთა როლი პოლიციაში ძალიან მნიშვენლოვანია.

 

დღის ამბები