03 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
ვინ არის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი?

ჟურნალმა „ფორბსმა” მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სია გამოაქვეყნა.

მილიარდერების სათავეში ისევ "მაიკროსოფტის" დამფუძნებელი ბილ გეიტსია. მისი ქონება 79 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მეორე ადგილი მექსიკელმა ტელეკომუნიკაციის მაგნატმა კარლოს სლიმ ჰელუმ დაიკავა.

სიაში დაწინაურდა "ფეისბუქის" დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი და 2015 წელს მე-16 ადგილი დაიკავა.

სანქციებისა და ეკონომიკური კრიზისის გამო სიას გამოაკლდნენ რუსი მილიარდერები. წელს მათი რიცხვი 111-დან 88-მდე შემცირდა.

სიაში 291-ე ადგილზე საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა - 5 მილიარდ 200 მილიონი დოლარით. გასულ წელს ფორბსის სიაში ის 270-ე ადგილზე იყო.

 

 

დღის ამბები