03 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
ბორის ნემცოვის საქმოქალაქო პანაშვიდზე ვლადიმერ პუტინი არ მივა

მოსკოვში უკვე ერთ საათზე მეტია მოკლული 55 წლის ბორის ნემცოვის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. სამგლოვიარო ცერემონიალში მონაწილეობენ მოსკოვში აკრედიტებული დიპლომატები, ოპოზიციის ლიდერები და ნემცოვის თანამოაზრეები. 

ზახაროვის ცენტრში იმყოფება რუსეთის ვიცე-პრემიერ-მინისტრი არკდი დვარკოვიჩი. არსებული ინფორმაციით, სამგლოვიარო ცერემონიალში რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მონაწილეობას არ მიიღებენ. 

ოპოზიციის ლიდერები და მოქალაქეები ამბობენ, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობა არ იქნება სათანადოდ გამოძიებული და მკვლელი დაუსჯელი დარჩება. 

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა და სამგლოვიარო ცერემონიალში მონაწილე პირებმა განაცხადეს, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყება.

სამოქალაქო პანაშვიდში და დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობას ვერ მიიღებს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. 

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ზახაროვის ცენტრს, სადაც ბორის ნემცოვის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, უახლოეს პერიოდში შეამოწმებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები