03 ოქტომბერი 2024,   06:40
ვრცლად
„უნდა დადგეს გეგი ნიჟარაძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი,” - ლევან ხაბეიშვილი

გეგი ნიჟარაძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები.

”მონიტორინგის ცენტრ მედიატორის” ხელმძღვანელის ლევან ხაბეიშვილის თქმით, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი კორუფციულ გარიგებაში იყო ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ლუდის ბარის მეპატრონესთან და ხაბეიშვილის განცხადებით, დანაშულია ისიც, რომ 7 თვის განმავლობაში ლუდის ბარის მშენებლობაზე არ დაიწყო დემონტაჟი. 

”სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი ხაბურზანია კი აღნიშნავს, რომ ბარის დემონტაჟი არასამთავრობო ორგანიზაციის ფაქტით დაინტერესების შემდეგ მოხდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები