03 ოქტომბერი 2024,   06:43
ვრცლად
საქველმოქმედო ფონდ „იავნანას” გრანდიოზულ ტელემარათონამდე რამდენიმე საათი რჩება

საქველმოქმედო ფონდ „იავნანას” გრანდიოზულ ტელემარათონამდე სამ საათზე ოდნავ მეტი რჩება. დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე ნინო ქათამაძის სოლოკონცერტი გაიმართება.

საქველმოქმედო აქციაში საქართველოს სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და ქართული საესტრადო და საოპერო სცენის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.

„იავნანა,”ტრადიციულად, 3 მარტის საქველმოქმედო კონცერტს მრავალშვილიან დედებს უძღვნის. წელს კი გადაწყდა, რომ საქველმოქმედო კონცერტი თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მოხუცებისთვის გაიმართება.

კონცერტს ”რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში ნახავთ.

დღის ამბები