05 ოქტომბერი 2024,   20:35
ვრცლად
​თავდასხმა ტორონტოში - პირი, რომელმაც ორი გამვლელი მოკლა, 29 წლის ფაისალ ჰუსეინია

თავდასხმა ტორონტოში, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, 29 წლის კანადელმა ფაისალ ჰუსეინმა განახორციელა.

ინფორმაციას ამის შესახებ სამართალდამცველები ავრცელებენ. გამოძიებისთვის ამ დრომდე უცნობია მომხდარის ზუსტი მოტივი, სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავენ. თუმცა, თავდასხმის დროს პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად მოკლული ჰუსეინის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

სროლის დროს დაშავებული 13 ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

დღის ამბები