05 ოქტომბერი 2024,   20:37
ვრცლად
ლაოსში დამბა გასკდა და სოფლები წალეკა - არის მსხვერპლი

ლაოსში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ატაპას პროვინციაში მშენებარე ჰიდრო ელექტროსადგურთან დამბა გასკდა და სოფლები წალეკა, არის მსხვერპლიც.

ამ დროისთვის დატბორილ რეგიონში მხოლოდ 28 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, თუმცა მაშველები აცხადებენ, რომ ასობით ადგილობრივი დაკარგულად მიიჩნევა.

ოფიციალური პირების ცნობით, დამბის დანგრევის შედეგად 6 სოფელი მთლიანად დაიტბორა. დანგრეულია სახლები და ნაგებობები. 6500 ადამიანი ღია ცის ქვეშ დარჩა.

მათი ევაკუაციის მიზნით, დაზარალებულ რეგიონში პოლიცია და სამხედრო ქვედანაყოფები გაიგზავნა.

ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობას დახმარებას სთხოვს და დაზარალებულებისთვის პირველადი ნივთების შეგროვების პუნქტებს ხსნის.

 

ფოტო: bbc.com

დღის ამბები