03 ოქტომბერი 2024,   06:46
ვრცლად
სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, ქვემო და შიდა ქართლში საგანგებო ზომები ტარდება

სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, ქვემო და შიდა ქართლში საგანგებო ზომები ტარდება. ამ რეგიონებში ბრუცელოზის გავრცელების ყველაზე მაღალი საფრთხე არსებობს.

ამ ეტაპზე დაავადების არც ერთ შემთხვევა არ დადასტურებულა, თუმცა მაღალი რისკის გამო ფერმერებს ვალდებულება ეკისრებათ, ყველა მსხვილფეხა შინაური ცხოველი ლაბორატორიულად შეამოწმონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირუტყვის მფლობელებს სანქციები დაეკისრებათ. გლეხი, რომელიც შემოწმებაზე უარს ტყვის, პირუტყვს საძოვარზე ვეღარ გაიყვანს.

სპეციალისტების ვარაუდით, მილიონნახევრამდე პირუტყვიდან შემოწმება ჯერ მხოლოდ რამდენიმე ათასს ჩაუტარდა. თუმცა ოფიციალური სტატისტიკა, რა რაოდენობის საქონელი ჰყავთ რეგიონებში, უცნობია.

არასრულყოფილი მონაცემებიდან გამომდინარე, დაავადების გავრცელების საფრთხე კიდევ უფრო იზრდება.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოწმების სრულყოფილად ჩასატარებლად კიდევ 3 წელი სჭირდებათ. გადამდები დაავადებების კონტროლი არადამაკმაყოფილებელია მომხმარებელთა ასოციაციისთვის.

ბრუცელოზის ბოლო შემთხვევა გასულ წელს გამოვლინდა. დაავადება, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოა, ცხოველთან პირდაპირი შეხებით ვრცელდება.

დღის ამბები