03 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
თბილისში რამდენიმე საწარმომ პურის ფასი გააძვირა

პროდუქციის გაძვირების გადაწყვეტილება პურპროდუქტების მწარმოებელი კომპანიების ნაწილმა მიიღო. ქალაქის სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში პურის გარკვეულ სახეობაზე ფასი დღეიდან შეიცვალა.

კომპანია ”იფქლი” ფასის მომატების მიზეზებთან დაკავშირებით განმარტებებს არ აკეთებს. თუმცა სხვა კომპანიები პურზე ფასის ზრდას ბოლო კვირების განმავლობაში ლართან დაკავშირებული ცვლილებებით ხსნიან.

პურპროდუქტებიც დახლზე დღეიდან 5 თეთრით მომატებული ფასით გამოჩნდა. ბოლო ერთი კვირაა, პურის ფასმა 5 თეთრით მოიმატა რეგიონების სურსათის მაღაზიებშიც.

კომპანიის ნაწილი, ლარის გაუფასურების მიუხედავად, პურზე ფასის ზრდას არ გეგმავს.

პროდუქტი ჯერ არ გაძვირებულა თონეებში. თუმცა მცირე მეწარმეები აცხადებენ, რომ ფქვილის ფასმა ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე ლარით მოიმატა, ამიტომ სამომავლოდ პურის გაძვირებას არ გამორიცხავენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ პურზე ფასი მხოლოდ ერთეულმა კომპანიებმა გაზარდეს და სამომავლოდ პროდუქტზე ფასის ზრდა მასობრივ სახეს არ მიიღებს.

დღის ამბები