03 ოქტომბერი 2024,   06:47
ვრცლად
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტების საკითხის განხილვას დაესწრებიან

საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოზე დროებითი საგამოძიები კომისიის დაკომპლექტების საკითხის განხილვას დღეს პარლამენტში საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებიც დაესწრებიან.

ისინი ისევე, როგორც კანონმდებელთა ნაწილი, კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ და დეპუტატებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ასევე ურჩევენ გაითვალისწინონ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც კულტურის სამინისტროს ძეგლის სტატუსის საკითხის ხელმეორედ შესწავლა დაევალა.

საყდრისის დამცველები იმედს გამთქვამენ, რომ პარლამენტი მათ მხარს დაუჭერს და დროებითი საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები