05 ოქტომბერი 2024,   20:36
ვრცლად
რუსეთმა შეწყვიტოს ყირიმის უკანონო ანექსია - აშშ “ყირიმის დეკლარაციას” აქვეყნებს

ვაშინგტონი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს ყირიმის უკანონო ანექსია- შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი “ყირიმის დეკლარაციას” აქვეყნებს.

დოკუმენტში წერია, რომ 2014 წელს უკრაინაში შემოჭრის და ყირიმის ანექსიით რუსეთი საერთაშორისო პრინციპებისთვის ძირის გამოთხრას შეეცადა.

“მაშინ როდესაც დემოკრატიული სახელმწიფოები ცდილობენ თავისუფალი, სამართლიანი და წარმატებული სამყაროს შექმნას, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ვალდებულება სუვერენული თანასწორობის საერთაშორისო პრინციპთან მიმართებაში და პატივი ვცეთ სხვა სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას,“-წერია დეკლარაციაში.

დღის ამბები