05 ოქტომბერი 2024,   20:35
ვრცლად
ხანძრის შემდეგ საბერძნეთში წყალდიდობას ებრძვიან

მასშტაბური ხანძრის შემდეგ, რომელსაც 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, საბერძნეთის ატიკის რეგიონში ახლა უკვე წყალდიდობას ებრძვიან.

ყველაზე მეტად ათენის ჩრდილოეთ გარეუბანი დაზარალდა, სადაც ადიდებულმა წყალმა რამდენიმე ათეული მანქანა გაიტაცა. სტიქიის გამო 160-ზე მეტი ადგილობრივი რამდენიმე საათის განმავლობაში შენობებიდან გასვლას ვერ ახერხებდა. მოძრაობა პარალიზებული იყო დედაქალაქის ქუჩებში.

პარალელურად კი ქვეყნის ხელისუფლება ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის. წინასწარი ინფორმაციით, არსებობს მტკიცებულებები, რომ ცეცხლი საბერძნეთის ტყეებში მიზანმიმართულად გააჩინეს.

„არ მაქვს არანაირი ინფორმაცია წყალდიდობასთან დაკავშირებით რა ხდება, მეც პრესიდან გავიგე. წვიმა იყო, ნალექი იყო და რამოდენიმე მანქანა არის დატბორილი, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს“-ამბობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთში იოსებ ნანობაშვილი.

დღის ამბები