05 ოქტომბერი 2024,   20:37
ვრცლად
ფხენიანმა ვაშინგტონს კორეის ომში დაღუპული ამერიკელი სამხედროების ნეშტი გადასცა

კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმების პირობა შეასრულა. ფხენიანმა ვაშინგტონს კორეის ომში დაღუპული ამერიკელი სამხედროების ნეშტი გადასცა.

55 სამხედროს ცხედარი ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთ კორეაში გადაასვენეს. ნეშტის გადაცემის ცერემონია ოსანას ავიაბაზაზე გაიმართა.

1950-53 წლების ომში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ნეშტის სამშობლოში რეპატრიაცია 1 აგვისტოს იგეგმება.

დაღუპულ სამხედროებს შეიარაღებული ძალების კუთვნილი ბორტით ჰაიტის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანენ, ექსპერტიზის შემდეგ კი მათ არლინგტონის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

დღის ამბები