03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
ლიტვის იუსტიციის მინისტრს სახელმწიფო სერვისის მიწოდების და მოქალაქეთა მომსახურების სისტემა გააცნეს

ლიტვის იუსტიციის მინისტრს თბილისის იუსტიციის სახლში სტუმრობისას სახელმწიფო სერვისის მიწოდების და მოქალაქეთა მომსახურების სისტემა გააცნეს.

ლიტვის დელეგაცია იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მუშაობას გაეცნო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის მიხეილ სარჯველაძის თქმით, უცხოელ სტუმრებს გააცნეს სისტემა, რომელიც დაკავშირებულია იუსტიციის სახლთან და ასევე საზოგადოებრივ ცენტრებთან.

„საკამოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ვიზიტი გახლდათ, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ეს კარგი საფუძველი იქნება მომდევნო ურთიერთობების და თანამშრომლობის გაგრძელებისათვის ამ სფეროში," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს გამოცდილებას სტუმრები ლიტვაში მსგავსი რეფორმების გატარების მიზნით ეცნობიან. ლიტვის იუსტიციის მინისტრის თქმით, ქვეყანაში ახალი სისტემის რეფორმებისთვის ემზადებიან. 

„შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იუსტიციის სახლების სტრუქტურაზე, მანამდე კი ასეთი ცენტრები მოვინახულეთ პატარა თემებში. დიდი იმედი მაქვს, რომ რეფორმა ჩვენს ქვეყანაში ისევე გატარდება, როგორც თქვენთან,” - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა იუზას ბერნატონისმა.

დღის ამბები