20 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
NDI-ის კატეგორიული მიმართვა ხელისუფლებას - პოლიტიკური პარტიები საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებებს ეხმაურებიან

NDI-ის კატეგორიული მიმართვა ხელისუფლებას - ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია მმართველ ძალას მოუწოდებს, არ დაუშვას არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ამომრჩევლის დაშინება.

საერთაშორისო ორგანიზაციის დღევანდელ განცხადებებს პოლიტიკური პარტიები გამოეხმაურნენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასებით, ყველა პარტიას აქვს თანაბარი რესურსი, რომ წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს.

„ყველა პარტიას არ გააჩნია ერთნაირი რესურსი და ერთნაირი შესაძლებლობები, აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანიამ, მაგრა, ჩვენ გვყავს საზოგადოება, რომელიც კარგად იცნობს ყველა პარტიას, ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც ყველა პარტიას აძლევს შესაძლებლობას, თავისი თავი წარმოაჩინოს მედიის საშუალებით, იმოგზაუროს, ხალხს შეხვდეს, ამის აკრძალვა და მით უმეტეს ძალადობა ამ მიმართებით არ არსებობს,“- განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ.

ოპოზიციის აზრით, ხელისუფლება მზადაა, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენოს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, აუცილებელია, თითოეულმა ოპოზიციურად განწყობილმა ამომრჩეველმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და საკუთარი აზრი დააფიქსიროს.

„სწორედ ამ პრობლემების გამო, ადმინისტრაციული რესურსის გამო, ხელისუფლების ძალადობის გამო, ამომრჩევლის მოსყიდვის გამო, თითოეულმა ოპოზიციურად განწყობილმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მის ხმაზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი. თუ ჩვენ მივალ არჩევნებზე, თუ ჩვენ ყველა მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, აუცილებლად მოვერევით ადმინისტრაციულ რესურსსაც, ძალადობასაც და სხვა პრობლემებსაც,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ მიერ დასახელებულმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ NDI-ის რეკომენდაციები ძირითადად საზოგადოების განწყობას ემთხვევა. 

„ხალხს არ უნდა ერთს ჩაუგდოს ხელში ყველაფერი, ერთ პარტიას, ერთ ადამიანს. საპრეზიდენტო არჩევნები განიხილება, როგორც ალტერნატიული ძალაუფლების პატარა ცენტრის შექმნა, რომელიც ერთ მმართველობას დააბალანსებს, რაც ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან მძიმედ იწვნია,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ. 

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კიდევ ერთი ადრესატი პრეზიდენტია, რომელსაც NDI ურჩევს, დროულად დანიშნოს არჩევნების თარიღი და ამით პროცესში მეტი სიცხადე შეიტანოს. NDI-ის მიმართვას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ. მათი თქმით, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მთავრობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები