20 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები - NDI შეხვედრებს მართავს და მარგველაშვილს თარიღის დროულად დანიშვნისკენ მოუწოდებს

NDI პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დროულად დაასახელოს. ორგანიზაციის წევრებმა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით შეხვედრები გამართეს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან. 

„ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ 2016-2017 წლებში არჩევნების დროს მომხდარი დაპირისპირებები გაიხსენეს და განაცხადეს, რომ გამოძიება არ არის დასრულებული.

NDI-ის წარმომადგენლებმა არჩევნების პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებზე ისაუბრეს.

„საქართველოში 2006 წლიდან ვმუშაობ და მთელი ამ პროცესის განმავლობაში ვლინდება მთვარი უცვლელი პრობლემები - ადმინისტრცაიული რესურსის გამოყენება, არჩევნების დაფინანსება, მეორე პრობლემაა ამომრჩევლების დაშინება და ძალადობა, ძალადობის ფაქტები შემცირებულია, თუმცა პრობლემა მაინც არსებობს. როდესაც ვსაუბრობთ რესურსებზე, ცხადდება, რომ შემოწირულობის 90% „ქართულ ოცნებაზე“ მოდის, მთავრობა ამას უარყოფს. როცა საუბარია დაშინებაზე, აქ იგულისხმება ამომრჩეველზე ზეწოლა, როცა ისინი უბნებზე ხმის მისაცემად მიდიან,“- განაცხადა ევრაზიის პარტნიორობის ფონდის კონსულტანტმა, პერ გორან ეკლუნდმა.

დღის ამბები