03 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
„არ ვწყვეტთ ბრძოლას," - საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრი

„არ ვწყვეტთ ბრძოლას და მოვიფიქრებთ სხვადასხვა საშუალებას, რომ მივაღწიოთ სამართალს,” - ეს განცხადება საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრმა ეკატერინე სოხაძემ გააკეთა. კომიტეტის წევრს პარლამენტის იმედი აქვს.

საყდრისის საგამოძიებო კომისიის შექმნა იქნება დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც დეპუტატებმა სხდომაზე უნდა იმსჯელონ.

კომისიის შექმნას პარლამენტი რამდენიმე თვის წინ დაეთანხმა, მაგრამ დღემდე არ არის დადგენილი მისი შემადგენლობა.

ოპოზიციის და უმრავლესობის ნაწილიც მხარს უჭერს კომისიის შექმნას, მაგრამ შესაძლოა მისი შემადგენლობის დასამტკიცებლად ხმების საკმარისი რაოდენობა არ შეგროვდეს.

საყდრისის თემაზე დროებითი საგამოძიები კომისიის დაკომპლექტების საკითხის განხილვას დღეს პარლამენტში საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებიც დაესწრებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები