05 ოქტომბერი 2024,   20:36
ვრცლად
ტრამპმა პუტინის შეთავაზება მიიღო - ის მზად არის, მოსკოვში ჩავიდეს

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინის შეთავაზება მიიღო და მოსკოვში ვიზიტზე თანხმობა განაცხადა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოზიცია ჟურნალისტებს თეთრ სახლის პრეს-სპიკერმა გააცნო.

სარა სანდერსის განცხადებით, პრეზიდენტი მოუთმენლად ელოდება ვაშინგტონში ვლადიმერ პუტინის ვიზიტს, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში შედგება და ასევე მზად არის, მოსკოვში ჩავიდეს, როგორც კი რუსეთის ლიდერისგან ოფიციალურ მიწვევას მიიღებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოსკოვში ვლადიმერ პუტინმა მიიწვია. რუსეთის ლიდერმა განცხადება სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე სამიტზე გააკეთა და ამერიკელ კოლეგასთან მორიგი შეხვედრა დააანონსა, რომელიც, მისივე თქმით, საერთაშორისო ფორმატში უახლოეს მომავალში გაიმართება. 

დღის ამბები