03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
ნარმანია ქვირიას დაკავებაზე კომენტარს არ აკეთებს. თბილისის მერმა მთავრობის სხდომა სათადარიგო გასასვლელით დატოვა

დედაქალაქის მერმა საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლის დაკავების ფაქტზე კომენტარი არ გააკეთა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზის კარი, რომელშიც ნარმანია იმყოფებოდა, ჟურნალისტებისთვის ჩაკეტეს და მერი საკუთარ კაბინეტში სათადარიგო გასასვლელით გავიდა.

დაკავების ფაქტს გამოეხმაურა საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე ლუკა კანკავა, რომელმაც განაცხადა, რომ არ სურს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და დეტალებზე ვერ ოლაპარაკბს, თუმცა აღნიშნა, რომ სამწუხარო ფაქტი მოხდა და დაელოდება გამოძიების შედეგებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები