03 ოქტომბერი 2024,   06:47
ვრცლად
აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმების მოთხოვნით თბილისში დაგეგმილ აქციას ბათუმიდანაც უერთდებიან

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმების მოთხოვნით თბილისში დაგეგმილ აქციას ბათუმიდანაც უერთდებიან.

როგორც საზოგადოებრივი გაერთიანების - ”მე ვარ საქართველოს” წევრებმა განაცხადეს, პრაღის შეხვედრები შედეგის მომცემი არ არის.

ისინი მოუწოდებენ ყველა საზოგადოებრივ კავშირს შეუერთდნენ აქციას.

საზოგადოებრივი გაერთიანება „მე ვარ საქართველოს” წარმომადგენელი ლაშა ადამია აცხადებს, რომ ორგანიზაცია უერთდება 7 მარტს დაგეგმილ საპროტესტო აქციას, რომელის მიზანია აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატის გაუქმება.

„მივიჩნევთ, რომ ეს ფორმატი უნდა გაუქმდეს, რადგან ვხედავთ საქართველოს ოკუპაციის ახალ ტალღას. რეალურად მიმდინარეობს თათბირი აბაშიძე-კარასინს შორის, როგორ შეიბღალოს საქართველოს ინტერესები და როგორ მოხდეს ქვეყნის ხელახალი ოკუპაცია,” - განაცხადა საზოგადოებრივი გაერთიანება „მე ვარ საქართველოს” წარმომადგენელმა ლაშა ადამიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები