05 ოქტომბერი 2024,   20:35
ვრცლად
აშშ რუსეთს სანქციებს არ მოუხსნის - ტრამპი

თეთრი სახლი რუსეთს წინააღმდეგ სანქციების მოხსნას არ გეგმავს - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა, იტალიის პრემიერ-მინისტრთან ვაშინგტონში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების მომხრეა და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას დადებითად აფასებს, სანქციები ძალაში დარჩება.

დონალდ ტრამპმა ასევე ირანის პრეზიდენტთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა. საპასუხოდ ოფიციალურ თეირანში განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის მთავარი პირობა, შეერთებული შტატების ირანის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებაა .

დღის ამბები