27 აპრილი 2024,   03:41
ვრცლად
დანაშაულებრივი გადაწყვეტილება - უმრავლესობის დეპუტატი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების შესაძლებლობაზე საუბრობს

მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს მირიან წიკლაურს. დეპუტატი ფიქრობს, რომ მარიხუანას ლეგალიზება ერისა და ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაული და უპასუხისმგებლობაა.

დეპუტატის განცხადებით, აუცილებელია კანონმდებლებმა ამ საკითხზე საფუძვლიანად იმსჯელონ, გადახედონ კონსტიტუციას და თუ საჭირო გახდა მიიღონ რადიკალური ზომები.

რადიკალურ ზომებში წიკლაური საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების საკითხს მოიაზრებს. მისი განცხადებით, ბევრ ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოს საერთოდ არ არსებობს.

წიკლაური არ გამორიცხავს, რომ ამ გადაწყვეტილების უკან კონკრეტული პირების ინტერესები იდგეს.

მარიხუანას მოხმარების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ მიიღო.

დღის ამბები