05 ოქტომბერი 2024,   20:35
ვრცლად
ბრალდების 18 მუხლი - ვირჯინიის შტატში პოლ მანაფორტის სასამართლო პროცესი იწყება

პოლ მანაფორტის სასამართლო პროცესი დღეს ვირჯინიის შტატში დაიწყება. იგი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელია, მას ბრალი 18 მუხლით აქვს წარდგენილი, მათ შორისაა თაღლითობა გადასახადებისთვის თავის არიდება და უკრაინაში ლობისტური საქმიანობიდან მიღებული მილიონობით დოლარის დაფარვა.

მოსმენის პირველი ეტაპი სამ კვირას გაგრძელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 69 წლის მანაფორტს 30 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ეს იქნება პირველი სასამართლო სხდომა, რომელიც ჩატარდება შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების ფარგლებში.

დღის ამბები