05 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
85 დაშავებული - მექსიკაში ავიაკატასტროფა მოხდა

ავიაკატასრტოფა მოხდა მექსიკაში. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 97 მგზავრი იმყოფებოდა, ქალაქ ვიქტორია-დე დურანგოს აეროპორტთან ახლოს, აფრენისთანავე ჩამოვარდა. უბედური შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულია 85 ადამიანი.

მგზავრები უმრავლესობამ თვითმფრინავის სალონი დამოუკიდებლად დატოვა. რამდენიმე წუთში კი ჩამოვარდნილ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო სამსახურებმა დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი უამინდობა იყო.

დღის ამბები