03 მაისი 2024,   18:34
ვრცლად
ჩხუბი კოჯრის სამხედრო ნაწილში - 5 დაშავებულიდან, 2 დაჭრილია

კოჯრის სამხედრო ნაწილში სამხედრო მოსამსახურეებს შორის ჩხუბის შედეგად 5 ჯარისკაცი დაშავდა, მათგან 2 დაიჭრა. ინციდენტს წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. სავარაუდოდ ჯარისკაცებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. შემთხვევა გუშინ საღამოს იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი სიგარეტის მოსაწევად სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე იმყოფებოდნენ. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის შესწავლა, სადაც გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. რა გახდა ჩხუბის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. საქმე უკვე აღძრულია, გამოძიება კი სამხედრო პოლიციამ დაიწყო.

 

დღის ამბები