17 ნოემბერი 2024,   15:01
ვრცლად
"პოლიტიკური ძალა, რომელიც 30%-იანი მხარდაჭერას მაინც მოიპოვებს, ქვეყანაში არ არსებობს"-ანალიტიკოსები NDI- კვლევას ეხმაურებიან

NDI-ის კვლევა და საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობა - ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მონაცემები ზუსტად ასახავს საზოგადეობის დამოკიდებულებას პოლიტიკური პროცესებისადმი. ის, რომ გამოკითხულთა უმრავლესობას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე, ექსპერტები ხელისუფლების ქმედებებს უკავშირებენ.

„იმისთვის, რომ ლეგიტიმაცია შეიძინოს პოლიტიკურმა ძალამ ან ფიგურამ მინიმუმ 30%-იანი მხარდაჭერა მაინც უნდა მოიპოვოს. ნუ ასეთი ძალა ქვეყანაში არ არსებობს. გარკვეული ნაწილი მზად არის ერთჯერადად გაიყიდოს რაღაც სიკეთეზე საარჩევნოდ. ბუნებრივია რომ ყიდულობს ის ვისაც აქვს რესურსები. რესურსები ხელისუფლების არის განუზომლად ბევრად უფრო დიდი ვიდრე ნებისმიერი ოპოზიციონერის,“-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

NDI-ის კვლევის შედეგებს ბათუ ქუთელია პარალიზებულ პოლიტიკურ რიტმს უკავშირებს. მისი თქმით მოქმედმა ხელისუფლებამ მოახდინა ძალაუფლების უზურპაცია, რაც მოქალაქეების განწყობაზე აისახა. 

დღის ამბები