17 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
ლევან მაჭავარიანი კირთაძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე:"ნივთიერების შესხმის ფაქტი, რა თქმა უნდა, შეიცავს დანაშაულის კვალს, თუმცა არ მინდა, დავარღვიო უდანაშაულობის პრეზუმფცია"

"ქართული ოცნების" წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარისთვის გაურკვეველი სითხის შესხმის ფაქტი დანაშაულის კვალს შეიცავდა.

მისი განმარტებით, საჭიროა გამოძიების დასრულება, რათა დანაშაულის პრეზუმფცია არ იყოს დარღვეული.

"ნივთიერების შესხმის ფაქტი, რა თქმა უნდა, შეიცავს დანაშაულის კვალს, თუმცა მე არ მინდა დავარღვიო უდანაშაულობის პრეზუმფცია. მადლობა სამართალდამცავ უწყებებს იმისთვის, რომ მათ მყისიერად მოახდინეს რეაგირება და დაწყებულია უკვე გამოძიება. ეს გამოძიება ძალიან მალე დასრულდება. თუმცა, ჩემი პირადი შეფასებით, ეს დანაშაულის კვალს შეიცავდა, თუმცა მაინც დაველოდოთ გამოძიებას", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს შავი ფერის დაუდგენელი სითხე შეასხა. სხდომა დროებით შეჩერდა, თუმცა განახლების შემდეგ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოეწერა.

ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, კომისიის მიმართვის საფუძველზე, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.

დღის ამბები