17 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
"უწმინდესსა და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მილოცვისთვის - თითოეული გზავნილი ძალიან ყურადსაღებია და ვიმოქმედებთ შესაბამისად" - ირაკლი კობახიძე

უწმინდესსა და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მილოცვისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ძალიან ყურადსაღებია განცხადებაში წარმოდგენილი თითოეული გზავნილი.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. თითოეული გზავნილი, რომელიც იყო წარმოდგენილი განცხადებაში, ჩვენთვის არის ძალიან ყურადსაღები და ბუნებრივია, ვიმოქმედებთ შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესის დასრულებას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გამოეხმაურა. "დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა "ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას", - აღნიშნავს პატრიარქი.

 

დღის ამბები