ჩინეთში, ქალაქ ვუსიში კოლეჯთან მომხდარი თავდასხმის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმის ბრალდებით, 21 წლის მამაკაცი დააკავეს.
პოლიციის განმარტებით, მამაკაცმა კოლეჯში სწავლა 2024 წელს დაასრულა, თუმცა გამოცდების შედეგებით და სტაჟირების ანაზღაურებით უკმაყოფილო იყო, რაც, სავარაუდოდ, თავდასხმის მიზეზი გახდა.
როგორც პოლიცია აცხადებს, მან "ბრალი ყოყმანის გარეშე აღიარა".