აშშ-ში, დენვერის საერთაშორისო აეროპორტში, Southwest Airlines-ის ბორტზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ერთი მგზავრი დაშავდა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
თვითმფრინავი ასაფრენად ემზადებოდა, როდესაც, ერთ-ერთი მგზავრის ტელეფონის ელემენტის გამო, ბორტზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ტელეფონის მფლობელი დაშავდა. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ხანძარი ეკიპაჟის წევრებმა ჩააქრეს, ცეცხლი სავარძელს გაუჩნდა.
ხანძრის გაჩენის დროს, ბორტზე 108 მგზავრი იმყოფებოდა. მათი ევაკუაციის დროს, ერთ-ერთი მგზავრი მსუბუქად დაშავდა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ავიაკომპანიის განცხადებით, მგზავრებს სასტუმროში განათავსებენ, რის შემდეგაც ისინი სხვა რეისით გაფრინდებიან.