საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის განცხადებაზე დილიდან კეთდება პოლიტიკური შეფასებები.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ერთია პატრიარქის შეფასება და მეორეა მშვიდობის სურვილი, რომელზე საუბარიც, მისივე თქმით, ამ ვითარებაში, რთულია.
"ბუნებრივია, ჩვენ პატრიარქს ძალიან დიდ პატივს სცემს ყველა, თითოეული მოქალაქე. ფაქტია, რომ ჩვენ გვაქვს კონკორდატი და ეკლესია საერო ცხოვრებაში არ ერევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და რასაც თვითონაც ხშირად იმეორებენ. ამიტომ, ერთია პატრიარქის შეფასება და მეორეა მშვიდობის სურვილი. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ვითარებაში მშვიდობაზე საუბარი რთულია. დაპირისპირება კიდევ უფრო ძლიერდება, ისევე როგორც გამოუძიებელი რჩება ძალადობის ფაქტები. სხვა დანარჩენი, ეს არის პატრიარქის სურვილი, რომელსაც პოლიტიკოსების მხრიდან აღსრულება სჭირდება და, პირველ რიგში, ამისთვის საჭიროა ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რომელიც არ არის", - განაცხადა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესის დასრულებას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გამოეხმაურა.
როგორც პატრიარქის განცხადებაში აღნიშნული, შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა "ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება.