"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, პარლამენტის პირველ სხდომამდე ქვეყანაში არეულობა შემოიტანოს და როგორმე აქციების მონაწილეების რაოდენობა გაზარდოს. მაჭავარიანი, ამ განცხადებით, დღეს რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.
"რაც უფრო ახლოვდება პარლამენტის პირველი სხდომა, მით უფრო ჩქარობს რადიკალური ოპოზიცია, იქნებ, როგორმე ხალხის რაოდენობას ცოტა მოუმატოს აქციებზე. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ, მათ შორის, რეგიონებიდან თავიანთი აქტივისტების ჩამოსაყვანად. ძალიან კარგად იციან, რომ პირველი სხდომის შემდგომ აბსოლუტურად ყველაფერი თავის პროცედურით წავა საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ იმიტომ, რომ "ნაცმოძრაობის" ძირითადი ლეგიტიმაციის მიმცემი წყარო სადაც იყო, იქ უკვე რადიკალურად შეიცვალა პოზიციონირება, მათ შორის, უცხოური ძალის უმრავლესობამ. აქედან გამომდინარე, ახლა ხავსს ებღაუჭება "ნაცმოძრაობა", რომ პირველ სხდომამდე და მაქსიმუმ, ახალ წლამდე რაღაც რადიკალური პროცესები წამოიწყოს, მაგრამ მათი ამომრჩეველი, აბსოლუტურად ლოგიკურად, უარს ეუბნება იქიდან გამომდინარე, რომ თავიანთ ამომრჩევლებს იყენებენ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ოპოზიცია დღეს მორიგ აქციას აანონსებს. გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონებიდან ჩამომსვლელების ტრანსპორტირების ხარჯს ოპოზიციური პარტიები ანაზღაურებენ, ვრცელდება ინფორმაცია თანხის შეთავაზებაზეც.