17 ნოემბერი 2024,   14:58
ვრცლად
საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელმა საქართველოს მოქალაქემ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

საფრანგეთის ქალაქ რენში ლტოლვილთა დროებითი განთავსების ცენტრში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ პირი ამოიკერა. თავშესაფრის მაძიებელმა ამ ფორმით თანამშრომელთა მხრიდან არაადამიანურ მოპყრობა გააპროტესტა. მისი მტკიცებით, ცოტა ხნის წინ მძიმე ინფექციური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ცენტრში მისი მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და სამედიცინო პუნქტში გადაყვანაზე უარს ამბობენ. ამ ბრალდებას კი არ ადასტურებს საფრანგეთში საქართველოს საკონსულო. კონსულის განცხადებით საქართველოს მოქალაქე დაკავებული იყო კრიმინალური დანაშაულისთვის, რის გამოც საფრანგეთმა მისი დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო.  

დღის ამბები