17 ნოემბერი 2024,   14:59
ვრცლად
ენმ ბათუმში სპორტული სკოლის მიმდებარედ კომპანია "ორბის" მიერ დაწყებულ მშენებლობას აპროტესტებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში სპორტული სკოლის მიმდებარედ ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კომპანია „ორბის“ სამუშაოებს აპროტესტებს. ამ ეტაპისათვის მშენებლობა შეჩერებულია. ბათუმის მერიამ კომპანიას უნებართვო სამუშაოების შეჩერება და დემონტაჟი დაავალა. ოპოზიცია პასუხს ეკონომიკის მინისტრისაგან ითხოვს. მირდატ ქამადაძე ეკონომიკის ახალდანიშნულ მინისტრს მოუწოდებს დაასახელოს ის პირი, ვინც კომპანიას ლობირებს.

„მოვუწოდებთ აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს, გასცეს კონკრეტული პასუხი თუ რა ხდება იმ ტერიტორიაზე რომელიც არის სახელმწიფო საკუთრება და რატომ ვერ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომ ამ ერთ-ერთმა მსხვილმა დეველოპერულმა კომპანიამ პატივი სცეს კანონმდებლობას,“-განაცხადა მირდატ ქაადაძემ

დღის ამბები