03 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
პარლამენტმა საყდრისთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა

საყდრისის საბადოსთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

ოპოზიციას ინიციატივას დასამტკიცებლად 76 ხმა სჭირდებოდა. ის საკითხის დაყენებას ხვალ თავიდან აპირებს.

ეს საკითხი ხვალინდელ სხდომაზე „თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად, „ნაციონალური მოძრაობის” სახელითაც გავა. თუმცა, სავარაუდოდ, უმრავლესობის არგუმენტები არც ხვალ შეიცვლება.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ინიციატივა სკანდალის შექმნას ემსახურებოდა.

საყდრისთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნას დილიდან ელოდებოდნენ საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები მმართველ კოალიციას უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები