05 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
ტრამპის განცხადება twitter-ის ქსელში-თეთრი სახლის პრესმდივანმა განმარტებები გააკეთა

თეთრი სახლის პრესმდივანმა ე.წ. რუსული გამოძიების დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. სარა სანდერსი აცხადებს, რომ პრეზიდენტის კომენტარი მისი პირადი მოსაზრების გამოხატვა იყო და არა ბრძანება. დონალდ ტრამპმა twitter-ის ქსელში რამდენიმე განცხადება გამოაქვეყნა და გენერალურმა პროკურორს მოუწოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხზე მიმდინარე გამოძიება დაუყოვნებლივ შეაჩეროს. გავრცელებული ცნობით, სპეციალური პროკურორი რობერტ მალერი 14 თვიანი გამოძიების შედეგთან დაკავშირებით ანგარიშს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

დღის ამბები