05 ოქტომბერი 2024,   18:31
ვრცლად
ზიმბაბვეს პრეზიდენტი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციის ლიდერებს აკისრებს

ზიმბაბვეს პრეზიდენტი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციის ლიდერებს აკისრებს. ემერსონ მნან-გაგვა ოპონენტებს მოუწოდებს, საკუთარი მომხრეები დედაქალაქის ქუჩებიდან გაიყვანონ.

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ არეულობას ჰარარეში სამი ადამიანი ემსხვერპლა. შეტაკების დროს პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დაპირისპირებულ მხარეებს საერთაშორისო გაერთიანება თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ზიმბაბვეში ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია, საპარლამენტო არჩევნებში კი გამარჯვება მმართველმა პარტიამ მოიპოვა. 

დღის ამბები