03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
ფოტოჟურნალისტ ირაკლი გედენიძეს სცემეს

"შემოულაწუნე!" - ამ დევიზით საპროტესტო აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიმდინარეობს.

ბიზნესცენტრთან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილი. მსვლელობა სოლოლაკისკენ "ვარდების მოედნიდან" დაიწყო. აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილისგან იმ პირობების შესრულებას ითხოვენ, რომლებიც ყოფილმა პრემიერმა მოსახლეობას მისცა.

აქციაზე ინციდენტი მოხდა, სადაც ფოტოჟურნალისტ ირაკლი გედენიძეს სცემეს. ინციდენტი "ვარდების მოედანზე" მოხდა.

აქციის მონაწილე ახალგაზრდებმა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები გააპროტესტეს და მათი წაშლა მოსთხოვეს. მისგან უარის მიღების გამო კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ირაკლი გედენიძეს ფოტოაპარატი დაუმტვრიეს.

აქციის მონაწილე პოლიტიკური პარტიის წევრები მომხდარს პროვოკაციად აფასებენ.

მომხდარზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. დამნაშავეები ჯერჯერობით დაკავებულები არ არიან.

დღის ამბები