05 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
ძლიერი სიცხეები გერმანიაში - მდინარე რაინში წყლის დონე ისტორიულ მინიმუმამდე დავიდა

გაუსაძლისი სიცხეები ევროპაში - გერმანიის აღმოსავლეთ რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა 39 გრადუს ცელსიუსს აღწევს.

ქალაქ კიოლნში მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვეყნის ყველაზე დიდ მდინარე "რაინში" წყლის დონე რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა.

სპეციალისტების განცხადებით, მსგავსი ვითარება ჩვეულებრივად წყალუხვ მდინარეში მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებს საფრთხეს უქმნის.

მდინარეების დაშრობა ასევე სატვირთო გადაზიდვებს შეუშლის ხელს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გერმანიის ამ ნაწილში ნალექი პრაქტიკულად არ მოსულა.

დღის ამბები