03 ოქტომბერი 2024,   06:47
ვრცლად
ხანძარი თბილისში

ხანძარი თბილისში. ცეცხლი ვაკე-საბურთალოს ე.წ. ახალ გზაზე მდებარე ბარაკის ტიპის სახლებს გაუჩნდა.

ხანძარმა მთლიანად გაანადგურა ერთი სახლი, სადაც სოციალურად დაუცველი პირი ცხოვრობდა. ის უსახლკაროდ დარჩა.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი გვერდით მდებარე სახლის აბაზანიდან გავრცელდა.

იყო საშიშროება, რომ ხანძარი გვერდით მდებარე ნაგებობებსაც გადაედებოდა, თუმცა მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები