03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
აქციის დროს ნაცემი ფოტოჟურნალისტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა

"შემოულაწუნე!" - ამ დევიზით გამართული საპროტესტო აქციის დროს ნაცემი ფოტოჟურნალისტი ირაკლი გედენიძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

საავადმყოფოში მას გამოკვლევები ჩაუტარეს და რამდენიმე საათში სახლში წასვლის ნება მისცეს. ექიმების თქმით, მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

დაზარალებული ფოტორეპორტიორი სამართალდამცველებმა გვიან ღამით საავადმყოფოშივე დაკითხეს.

ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს.

აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გაიმართა.

აქციაზე ინციდენტი მოხდა, სადაც ფოტოჟურნალისტ ირაკლი გედენიძეს სცემეს. ინციდენტი "ვარდების მოედანზე" მოხდა.

აქციის მონაწილე ახალგაზრდებმა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები გააპროტესტეს და მათი წაშლა მოსთხოვეს. მისგან უარის მიღების გამო კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ირაკლი გედენიძეს ფოტოაპარატიც დაუმტვრიეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები