03 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გამართული აქციის ორგანიზატორები ნაცემ ფოტოჟურნალისტს ბოდიშს უხდიან

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გამართული აქციის ორგანიზატორები ფოტოჟურნალისტ ირაკლი გედენიძეს ბოდიშს უხდიან და დამნაშავის დასჯის პირობას დებენ.

ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ გოჩა ჯოჯუამ განაცხადა, რომ გედენიძის ცემის გამო დამნაშავემ ამით შეურაცხყოფა აქციის ორგანიზატორებსაც მიაყენა და ამის გამო ბოდიშს უხდიან გედენიძეს.

გუშინდელი აქცია კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა. დევიზით - ”შემოულაწუნე!” ბიზნესცენტრთან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

იყო მცდელობა, მიღებული 8-პუნქტიანი მიმართვა რეზიდენციაში შეეგზავნათ, თუმცა უშედეგოდ.

დოკუმენტის მიტანას აქციის მონაწილები დღეს უკვე ”მოქალაქის” ოფისთან აპირებენ. ისინი ბიძინა ივანიშვილისგან იმ პირობების შესრულებას ითხოვენ, რომლებიც ყოფილმა პრემიერმა მოსახლეობას მისცა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები