17 ნოემბერი 2024,   15:00
ვრცლად
მყინვარიდან ჩამოშლილი ყინულის მასა - დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების კვლევა 

ნენსკრას ადიდებისა და წყლის მოვარდნის მიზეზი - დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების კვლევის მიხედვით, მყინვარული ტბა დიდი რაოდენობით წყლით შეივსო, უცნობი მიზეზით გაირღვა და მყინვარული წყლის დიდი ნაკადი ხეობაში ასი მეტრიდან ვარდნის სიმძლავრით ჩაიღვარა. სატელიტურ მონაცემებზე კარგად ჩანს მდინარე ჰოკრილას ადიდებაც, რომელიც მყინვარული ტბის შენაკადიდან ივსება.

დედამიწის შემსწავლელმა მეცნიერებმა, კვლევა ყველაზე ძველი, 1970 წლის ტოპოგრაფი რუკით დაიწყეს, სადაც სპეციალური ნიშნულით მყინვარია აღნიშნული. მათ სატელიტური სურათები 2016 წლიდან დღემდე შეისწავლეს. დროის ერთი და იგივე მონაკვეთში გადაღებული მასალის მიხედვით ჩანს, რომ მყინვარს 2017 წელს ტბა ცვლის.

სატელიტურ ფოტოებში ჩანს სტიქიის დღეებში მდინარე ნენსკრას მრავალი შენაკადიდან, მხოლოდ ერთის, მდინარე ჰოკრილას ადიდება. ჰოკრილა ლეხზირის ხეობაში სათავეს მყინვარული ტბიდან იღებს.

ის, რაც ამ დრომდე შეისწავლეს მხოლოდ სატელიტური მასალით, მეცნიერები ამბობენ, რომ გაუმარლათ რადგან ცა მოწმენდილი იყო. ამბობენ, რომ დროული მონიტორინგი და საფუძვლიანი კვლევა, წყალდიდობების რისკებს შეამცირებს.

ოფიციალური ვერსიის მიხედვით, ნენსკრას ადიდება, ხეობაში მეწყერმა გამოიწვია, რომელიც ძლიერ ნალექს მოყვა, თუმცა კვლევის მიხედვით, აშკარად ჩანს რომ, სტიქიურად საშიში ხეობებისა და მყინვარების შესწავლა დროულად უნდა დაიწყოს.

დღის ამბები