05 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
ამერიკელი სენატორები რუსეთისთვის ინტერპოლის მექანიზმის გამოყენების შეზღუდვას ითხოვენ

ამერიკელი სენატორები მიიჩნევენ, რომ რუსეთს ინტერპოლის ხაზით წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების მექანიზმის გამოყენება უნდა შეეზღუდოს. მათი აზრით, რუსეთი ამ მექანიზმს ბოროტად იყენებს.

აღნიშნული ინიციატივა მოცემულია კანონპროექტში, რომელიც რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. 

ამერიკელი სენატორების განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ბოროტად იყენებს წითელი ცირკულარების მექანიზმს ინტერპოლის ხაზით, რაც ძირითადად პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული და პოლიტიკური ოპონენტების დევნას ემსახურება.

გარდა ამისა, სენატორები დარწმუნებულნი არიან, რუსეთის მიერ ინტერპოლის ხაზით ძებნაში გამოცხადებულ პირებს აშშ-ში შესვლა არ უნდა აეკრძალოთ. 

 

 

დღის ამბები